ეროვნული ლიგა – “საბურთალომ” და “რუსთავმა” გაიმარჯვეს
ეროვნული ლიგის მე-18 ტური “რუსთავისა” და “დილას” დაპირისპირებამ გახსნა. “რუსთავმა” თავიდანვე იგდო სათამაშო უპირატესობა ხელთ და პირველი ტაიმი 2-0 მოიგო. პაატა კიტეიშვილმა გოლი და საგოლე პასი გააკეთა. მე-2 ნახევარში “დილამ” მხოლოდ 1 ბურთის გატანა შეძლო და კილასონიას გუნდმა 3 ქულა აიღო.
მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” საკადრო კრიზისში მყოფი ბოლნისის “სიონი” მიიღო და 2-1 იმარჯვა. გოლები ნახევარმცველების, გორგიაშვილისა და დიასამიძის ანგარიშებზეა. “სიონის” მხრიდან კვლავ კირკიტაძე გამოირჩა. პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა უკრაინელმა გოლკიპერმა, დენის შელიხოვმა თბილისელთა რიგებში. “საბურთალო” დროებით პირველ ადგილზე გადავიდა.
ხვალ “ტორპედო” – “ჩიხურა”, “ლოკომოტივი” და “დინამო ბთ” იასპარეზებენ.
საბურთალო 2-1 სიონი
გოლები: დიასამიძე 25, გორგიაშვილი 65 – კირკიტაძე 78
საბურთალო: შელიხოვი – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ნადარაია (მალი 60) – ცნობილაძე, გორგიაშვილი, დიასამიძე (დვალიშვილი 63) – შინდაგორიძე, როლოვიჩი, კოხრეიძე (გრიგალაშვილი 73)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
სიონი: ზარქუა – ტვილდიანი, თომაშვილი, აფაქიძე, სუხიაშვილი – თარხნიშვილი, რაჟამაშვილი, ქიქავა – სიხარულია (უგრეხელიძე 71), მანაგაძე (მესხი 55), კირკიტაძე
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
რუსთავი 2-1 დილა
გოლები: კიტეიშვილი 25, ყიფიანი 41 – ნონიკაშვილი 77
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ბუგულოვი, ჯაფიაშვილი, ფონიავა – გუჯაბიძე – სილაგაძე (ჩოგაძე 72), კიტეიშვილი, ციცქიშვილი, ყიფიანი (ქავთარაძე 87) – იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
დილა: ბეგაშვილი – კერელეიშვილი (ლემპტი 57), მირცხულავა, ჩადუნელი, გიორბელიძე – ნონდი – პაიმი (კუცია 43), კოუგბენია, ნონიკაშვილი, ფორტესი – გოშთელიანი (სპანდერაშვილი 65)
მთავარი მწვრთნელი: გია დეკანოსიძე