დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 ივნისი
Sky: მანოლასი “ნაპოლიში” გადასვლას დათანხმდა
Sky Sport Italia-ს ცნობით, “რომას” ფეხბურთელმა კოსტას მანოლასმა “ნაპოლისთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა. ნეაპოლელები ბერძენ მცველს კალიდუ კულიბალის იდეალურ მეწყვილედ მიიჩნევენ.
ფრანკ რიბერის დი კლუბში თამაში სურს
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ მას კარიერის გაგრძელება რომელიმე დიდ კლუბში სურს და ამისათვის მზადაა.
“მე ისევ მშიერი ვარ და კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. სანამ ფეხები მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას მომცემენ, იქამდე ვითამაშებ. ვფიქრობ, დიდ კლუბში თამაში ერთი ან ორი სეზონის განმავლობაში კვლავაც შემიძლია”, – ციტირებს რიბერის სიტყვებს Goal.Com.
იკარდი აშშ-ში?
ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, რა ბედი ელის მაურო იკარდის. არგენტინელ თავდამსხმელს “ინტერში” ბევრი პრობლემა აქვს. მისი შეძენა “რომასაც” სურს.
ბოლო ინფორმაციით, იკარდის “ინტერ მაიამის” მფლობელი დევიდ ბექჰემი დაუკავშირდა და მას აშშ-ში გადაბარგება შესთავაზა.
“მილანი” ტორეირას შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
“მილანის” ახალი ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა “არსენალიდან” ლუკას ტორეირა შეიძინოს. როგორც იცით, “როსონერის” ახალი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლი ურუგვაელ ნახევარმცველთან “სამპდორიაში” მუშაობდა და ის მისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელიცაა.
გავრცელებული იფნორმაციით, “არსენალი” მზადაა ტორეირა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.
დორტმუნდის “ბორუსია” მატს ჰუმსელს დაბრუნების შანსს აძლევს
მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი მცველი, მატს ჰუმელსი, შესაძლოა, მარიო გიოტცეს ნაკვალევს გაყვეს – მარიოს მსგავსად, დორტმუნდის “ბორუსია” კლუბში დაბრუნების შანსს მასაც აძლევს.
როგორც Sport Bild-ის დღევანდელ გამოცემაში ვკითხულობთ, დორტმუნდის “ბორუსიას” წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბავარიელებთან 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე. საქმის კურსშია ნიკო კოვაჩიც.
შეგახსენებთ, რომ ჰუმელსი “ბაიერნში” 2016 წელს გადაბარგდა “ბორუსიადან”. გასულ სეზონში მან ბუნდელსიგის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა.