მესი კოლუმბიასთან მარცხის შემდეგ: “თავები უნდა ავწიოთ”
კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების პირველი დიდი მატჩი არგენტინისა და კოლუბმიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შედგა. კოლუმბიელებთან უშანსოდ დამარცხების (0-2) შემდეგ, არგენტინელთა კაპიტანმა, ლეო მესიმ პრესასთან ისაუბრაა.
“მზად ვართ მივიღოთ ჩვენ წინ არსებული გამოწვევა. წუწუნისთვის დრო ნამდვილად არ გვაქვს, თავები უნდა ავწიოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ჯერ კიდევ გვაქვს საკმარისი შანსები.
კოლუმბია ბურთს საკმაოდ კარგად იჭერდა ბურთს, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. როდესაც მეორე ტაიმში გოლის გასატანად შეტევები წამოვიწყეთ, სწორედ მაშინ მივიღეთ გოლები. როდესაც საუკეთესოდ ვთამაშობდით, სწორედ მაშინ გაგვიტანეს დიდებული გოლი.
ეს მარცხი მომავალი მატჩებისთვის გაკვეთილად უნდა მივიღოთ. ჩვენ საკუთარ თავებზე ვართ დამოკიდებულები, რაც უმნიშვნელოვანესია. თუ პარაგვაის დავამარცხებთ, კვლავ კომფორტულ სიტუაციაში ვიქნებით,” – აცხადებს ლეო მესი.