ეროვნული ლიგა – ჩისკომ შენგელიას გოლით ამოისუნთქა
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ბოლო მატჩში თბილისის “დინამომ” “ვიტ ჯორჯია” მიიღო და მეტოქე 90-ე წუთზე ლევან შენგელიას ულამაზესი გოლით დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ “ვიტ ჯორჯიას” ერთბაშად 9 ფეხბურთელი დააკლდა, “ფარმაცევტებმა” ძალიან კარგად ითამაშეს და რიგ მომენტებში “დინამო” აშკარად დაჩაგრეს. განსაკუთრებით გიორგი ლაცაბიძე და კახა კაკაშვილი გამოირჩეოდნენ მათ მხრიდან.
თბილისელებს მხსნელად კვლავ ლევან შენგელია მოევლინა, რომელმაც კვლავ უსწრაფესად წაიღო ბურთი მარჯვენა ფლანგზე და ისერგიშვილს საოცარი გოლი გაუტანა. შენგელიამ 3 ქულა მოუტანა “დინამოს” და მე-3 პოზიცია ეროვნულ ლიგაში. “ვიტელები” ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდნენ.
მე-19 ტური 22 ივნისს დაიწყება.
დინამო თბ 2-1 ვიტ ჯორჯია
გოლები: ივანისენია 14, შენგელია 90 – მოსიაშვილი 42
დინამო თბ: პერალესი – რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი – ივანისენია (აბუაშვილი 63), პაპავა (კუხიანიძე 81) – შენგელია, ნინუა, შულაია (აზაროვი 58) – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – გაფრინდაშვილი, კაკაშვილი, სეხნიაშვილი, ვასილ ქისიევი, ლაცაბიძე – ზარიძე (კურდღელაშვილი 70), ვასაძე, მოსიაშვილი, მუსელიანი – მუჯირი
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე