დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 ივნისი
ფილიპე კოუტინიო “ჩელსიში”?
ფილიპე კოუტინიოს დღეები კატალონიურ გრანდში დათვლილია. Daily Express ირწმუნება, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერით ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები.
კოუტინიო, რომელიც “ბარსელონაში” 2018 წელს გადაბარგდა სოლიდური თანხის სანაცვლოდ, “მანჩესტერ იუნატიედისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ინტერესთა სფეროშიც გახლავთ მოქცეული. თუმცა ირკვევა, რომ თავად ფეხბურთელს “სტემფორდ ბრიჯზე” ურჩევნია თამაში.
ნეიმარს წასვლის უფლება მისცეს?
16 ივნისს “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც გუნდში ვარსკვლავური საქციელები მობეზრდა და გუნდის თითოეულ წევრს აქვს უფლება წავიდეს.
პრესის ცნობით, ამ განცხადების ადრესატი ნეიმარია, რომელიც ბოლო დროს არაერთხელ დაუკავშირეს მადრიდის “რეალს”. არაა გამორიცხული, საქმე კილიან მბაპესაც ეხებოდეს.
რაშფორდის მოთხოვნები
ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ხმები, რომ მარკუს რეშფორდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებისგან ხელფასის მომატებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კლუბის დატოვებით იმუქრება.
21 წლის ინგლისელი თავდამსხმელი “წითელი ეშმაკუნებისგან” კვირაში 300 000 ფუნტის ოდენობის ხელფასს ითხოვს. უარის მიღების შემთხვევაში კი მზად არის “ბარსელონასა” და “რეალის” წინადადებები განიხილოს.
“ბაიერნი”, შესაძლოა, ბეილს მხსნელად მოევლინოს
The sun-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა ბევრი ფიქრის შემდეგ გარეთ ბეილის გადაბირების გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც იცით, უელსელი ფეხბურთელი უარს ამბობს “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვების შესახებ, თუმცა არაა გამორიცხული “ალიანც არენაზე” ერთწლიან არენდას დათანხმდეს.
ოფიციალურად: მაურისიო სარი “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელია!
“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი მაურისიო სარიმ დაიკავა. ეს ინფორმაცია ტურინული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
60 წლის სპეციალისტმა “იუვენტუსთან” სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ის კლუბში 2022 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს.
როგორც იცით, სარი გასულ სეზონში “ჩელსის” თავკაცი გახდა. მან ლონდონელებთან ერთად უეფას ევროპის ლიგა მოიგო.