დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 ივნისი
რაბიო “იუვენტუსში” გადასვლას დათანხმდა
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო “იუვენტუსში” გადასვლას დათანხმდა. ფრანგ ნახევარმცველს პარიზელებთან კონტრაქტი ამ თვეში ეწურება, რის შემდეგაც ტურინში გადაბარგდება. გავრცელებული ინფორმაციით, ის “იუვესთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
“იუვენტუსი” პოგბაში 140 მილიონს იხდის
“იუვენტუსი” მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედს” პოგბას სანაცვლოდ 140 მილიონი ევრო გადაუხადოს. Goal.Com-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელისათვის მადრიდის “რეალიც” იბრძვის.
იტალიური მედიის ცნობით, “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” რეშფორდთან ახანგძლივებს
ბრიტანული გამოცემა Times იუწყება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მარკუს რეშფორდთან კონტრაქტს გაახანგძლივებს. ასევე, მანჩესტერული კლუბი 21 წლის თავდამსხმელს ხელფასს გაუზრდის.
ინგლისელი ფეხბურთელის შეძენის სურვილი არაერთმა კლუბმა გამოთქვა, მაგრამ “იუნაიტედი” მის გაშვებას არ გეგმავს.
ნეიმარი “ბარსელონას” უახლოვდება
“დეილი მეილის” ცნობით, ნეიმარი “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. დიდი შანსია, კატალონიელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერში ამ სამი ფეხბურთელიდან – დემბელე, რაკიტიჩი, უმტიტი – რომელიმე ტრანსფერში ჩართონ.
“მილანი” მარიო რუის იმატებს?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, “მილანმა” “ნაპოლის” მარცხენა მცველი მარიო რუი შეიძინოს.
“როსონერი” “ნაპოლის” პორტუგალიელ ფეხბურთელში 9 მილიონ ევროს სთავაზობს, ნეაპოლელები კი 13 მილიონს ითხოვენ. იმის ალბათობა, რომ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, დიდია.