“თელავი” რევაზ გოცირიძემ ჩაიბარა
საფეხბურთო კლუბი “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – 38 წლის რევაზ გოცირიძე.
რევაზ გოცირიძე ბოლოს ეროვნულ ლიგა 3-ში მონაწილე თბილისის “საბურთალო 2”-ს თავკაცობდა, პარალელურად კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის თანაშემწე გახლდათ
რევაზ გოცირიძეს სკ “თელავში” ადრეც უმუშავია და 2016 წელს, კლუბის შექმნის პირველივე წელიწადს მალხაზ ჟვანიას თანაშემწე გახლდათ – იმ დროს, რეგიონალლიგაში მოთამაშე სკ” თელავმა”, ჟვანია-გოცირიძის ხელმძღვანელობით მთლიანობაში 14 შეხვედრა გამართა, 13 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ეროვნული ლიგა 3-ის საგზურიც ტრიუმფალურად მოიგო
რევაზ გოცირიძემ დღეს საღამოს ჩაატარა პირველი ვარჯიში და სკ “თელავის” ფეხბურთელებმაც დიდი მონდომებით და ხალისიანად ივარჯიშეს – ბიჭები ზედმიწევნით ხარისხიანად ცდილობდნენ მწვრთნელის დავალებების შესრულებას
ს.კ. “თელავის” პრესსამსახური