ეროვნული ლიგა – “საბურთალო” და “დინამო” უგოლოდ დაზავდნენ
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მთავარი მატჩი, თბილისის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” შორის 0-0 დასრულდა. მატჩი ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა და უამრავი ჯარიმა და ყვითელი ბარათის ჩვენება მოუცია მსაჯს. გუნდებმა ქულები გაიყვეს და პირველ პოზიციაზე კვლავ “საბურთალოა”, რომელიც 1 ქულით უსწრებს “დინამოს”.
ფრედ დასრულდა “ლოკომოტივსა” და “რუსთავს” შორის მატჩიც. ანგარიში მე-2 წუთზე სიხარულიძემ გახსნა, 44-ზე ციცქიშვილმა უპასუხა. 18 წლის გიორგი იაკობიძის დებიუტი შედგა “ლოკოს” რიგებში.
საბურთალო 0-0 დინამო ბათუმი
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, რეხვიაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხველიანი – ტერა (გორგიაშვილი 64), დიასამიძე (როლოვიჩი 81), ალთუნაშვილი – გონსალვეში (მალი 77), კოხრეიძე, შინდაგორიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დინამო ბათუმი: ალავიძე – მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი – ჯანელიძე (თევდორაძე 34), რამოსი (ჩალაძე 90), მანგჯალაძე – საბანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ლოკომოტივი 1-1 რუსთავი
გოლები: სიხარულიძე 2- ციცქიშვილი 44
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე – ძებნიაური, გვალია (გოროზია 59) – კობახიძე, სამურკასოვი, ჯიქია (შეყილაძე 73) – სიხარულიძე (იაკობიძე 90)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ფონიავა, გადრანი – ქოჩლაძე (ქავთარაძე 73), გუჯაბიძე – სილაგაძე (ჩოგაძე 62), კიტეიშვილი, ციცქიშვილი – იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია