ბრაზილიის ნაკრებმა ტექნიკური ფეხბურთით პერუ გაანადგურა (ვიდეო)
კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ბრაზილიის ნაკრებმა საკუთარ კედლებში პერუელები მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული უნდა გამოსულიყო, რადგანაც სასწორზე ჯგუფის პირველი ადგილი იდო.
შეხვედრა პერუელების აქტიურობით დაიწყო, თუმცა შეხვედრის მე-12 წუთზე კაზემირომ ძალიან საჭირო გოლის შეგდება შეძლო მეტოქე გუნდის კარში. მე-19 წუთზე სტუმართა მეტოქემ საშინელი შეცდომა დაუშვა, რასაც რობერტო ფირმინოს მარტივი გოლი მოყვა. ტაიმის მიწურულს კი გალესეს კიდევ ერთ შეცდომას ევერტონის შორეული გოლი დაემატა.
საინტერესოა, რომ ბრაზილიელები არც მეორე ტაიმში გაჩერებულან. ტიტეს შეგირდები გამუდმებით უტევდნენ, თუმცა ნაკლებად ეფექტიანად. ტაიმის ერთადერთი გოლი ევერტონის კარგ თამაშს მოყვა – თავი გუნდის კაპიტანმა დანი ალვეშმა გამოიჩინა. შეხვედრას კი წერტილი შეცვლაზე შემოსულმა უილიანმა დაუსვა დიდებული დარტყმით – 5:0.