რუსი დეპუტატი ქართული კლუბების დასჯას ითხოვს
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი საქართველოს ეროვნულ ლიგის კლუბებისა და ფეხბურთელების ჟესტს გამოეხმაურა და ფიფას ქართული კლუბების დასჯისაკენ მოუწოდა.
როგორც იცით, 22 ივნისს, ეროვნული ლიგის მატჩებში ქართულმა კლუბებმა რუსული ოკუპაცია დაგმეს. “რუსთავის”, ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ.
იგორ ლებედევი, რომელიც ვლადიმერ ჟირინოვსკის შვილია, სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტს აქვეყნებს:
“ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია, ოფიციალური მატჩების დროს მსგავს მოქმედებებზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს”, – წერს ლებედევი.
Международная федерация футбола обязана отреагировать в рамках своих полномочий на подобное поведение футболистов на поле во время официальных игр https://t.co/IENfuzVg4n
— Игорь Лебедев (@Russian1972) June 23, 2019
ფოტოები: ქუთაისის “ტორპედო”, თბილისის “ლოკომოტივი”