არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის მეოთხედფინალში გავიდა (ვიდეო)
კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში არგენტინის საფეხბურთო ნაკრები უმნიშვნელოვანეს მატჩში ყატარის ნაკრებს დაუპირისპირდა. წაგების შემთხვევაში ლეო მესის გუნდი ჯგუფსი რჩებოდა.
საბედნიეროდ, ჩატარებული ორი არასახარბიელო მატჩის შემდეგ, “ალბისელესტემ” საკუთარ ძალებში ირწმუნა და აღნიშნულ მატჩში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიში სამხრეთ ამერიკელთა სწრაფი გოლით გაიხსნა – ყატარელი მცველების შეცდომით “ინტერის” შემტევმა მარტინეს ლაუტარუმ ისარგებლა. შეხვედრის დარჩენილი ნაწილი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ქმნიდა მომენტებს, თუმცა ყველაფერს 82-ე წუთზე კუნ აგუეროს გოლმა მოუღო ბოლო – 2:0.
ასე რომ, კოპა ამერიკის B ჯგუფში პირველი ადგილი ცხრა ქულით კოლუმბიამ დაიკავა, მეორეზე არგენტინა გავიდა 4 ქულით, მესამეზე – პარაგვაის ნაკრებია ორი ქულით, ხოლო მეოთხეზე – ყატარი ერთი ქულით.