ინალ ტასოევის კომენტარი გურამ თუშიშვილთან მარცხის შემდეგ: “
რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ინალ ტასოევმა ევროპული თამაშების ფინალში გურამ თუშიშვილთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 21 წლის სპორტსმენი ამბობს, რომ ძალიან გულდაწყვეტილია. ასევე, მისი თქმით, თუშიშვილისა და რინერის დამარცხება შესაძლებელია.
“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ამ ტურნირისთვის და კონკრეტულად ფინალისათვის კარგად მომზადებული ვიყავი. თავიდან, შეხვედრას ვიგებდი, მაგრამ შეცდომა დავუშვი და წავაგე. თუმცა, ცხოვრებაში შეცდომები ხდება, მთავარია წინ გაიხედო. მარცხის მიზეზებს მწვრთნელებთან ერთად გავაანალიზებ. ეს ევროპული თამაშები, ჩემთვის, კარიერის ყველაზე მნიშნელოვანი ტურნირი იყო და შემიძლია იმის თქმა, რომ ეს მედალი ჩემი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია.
მე ვიცი, რომ დაუმარცხებელი ძიუდოისტი არ არსებობს და თუშიშვილის დამარცხებაც შეიძლება. რინერის დამარცხებაც კი შესაძლებელია. ვისთან მინდა ბრძოლა? ყველამ იცის პასუხი – ტედი რინერთან”, – უთხრა ტასოევმა რამდენიმე რუსულ გამოცემას.