ვან გაალი მესის აკრიტიკებს: “ისაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც “ბარსელონაში” ხდება”
ცნობილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი გააკრიტიკა. ჰოლანდიელი სპეციალისტი ამბობს, რომ კატალონიური გუნდის წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელს არ უნდა ბრალდებოდეს.
“მე მჯერა, რომ გუნდურ მოთამაშეზე მნიშნელოვანი არაფერია. “ბარსელონას” პრობლემა სწორედ ესაა. მესიმ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ დიდი ხანია, მას ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია.
შეხედეთ “ბარსელონას”. რამდენი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს მათ იმ ადამიანთან ერთად, ვისაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებენ? შეხედეთ ნეიმარს პსჟ-ში – რამდენჯერ მოიგო მან ჩემპიონთა ლიგა?
მესი კაპიტანია და მათ საკუთარ თავს ჩემპიონთა ლიგის ვერმოგების მიზეზებზე კითხვები უნდა დაუსვას. ვფიქრობ, ისაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ახლა “ბარსელონაში” ხდება, ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელს არ უნდა ბრალდებოდეს. გუნდში 30 მოთამაშეა და მგონია, რომ მესიმ გუნდთან ადაპტირება უნდა მოახერხოს.
ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯეიმს მილნერია [გუნდური მოთამაშეებიდან]. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მცველადაც და ნახევარმცველადაც ითამაშა. დიდებული რამაა, როცა 33 წლის ასაკში ამის გაკეთება შეგიძლია”, – განაცხადა ვან გაალმა.