თეთრაძე ანტისაოკუპაციო მაისურებზე: “ფეხბურთელები ამას თავისი ნებით არ გააკეთებდნენ”
რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი, ომარ თეთრაძე, საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებსა და ქართული კლუბების პოზიციას გამოეხმაურა.
“ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის აქციები იმართება, ტრაგედიაა. ფეხბურთელები დაქირავებული მუშახელები არიან. მათ ეს დაავალეს და გააკეთეს კიდეც. ფეხბურთელები ამას თავისი ნებით არ გააკეთებდნენ.
რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთს არ შეეფერება. პოლიტიკასა და ფეხბურთს ერთმანეთში არ უნდა ურევდნენ. მათი საქმე ვარჯიში, თამაში, შედეგების დადება და გულშემატკივრების გახმარებაა.
ძალიან სამწუხაროა ის, რაც ახლა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ორი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე მეგობრობდა. პოლიტიკური სიტუაცია უკეთესი ხდებოდა მათ შორის, რომ არა ეს პროვოკაცია. ცალკე საკითხია, თუ ვინაა ამის ავტორი, უბრალოდ ფაქტია, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო.
ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროებითია. ქართველი და რუსი ხალხი ჭკვიანები არიან. მჯერა, რომ მალე იპოვნიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან,” – აცხადებს თეთრაძე.