დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 ივნისი
ნეიმარმა “ბარსელონასთან” 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, მოუთმენლად ელის “ბარსელონაში” დაბრუნებას. დიდი ალბათობით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.
Sport-ის ცნობით, ნეიმარმა უკვე შეათანხმა კატალონიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებასაც დასთანხმდა.
დე როსი “მილანისა” და “ფიორენტინას” რადარზე
“რომას” ცოცხალი ლეგენდა, დანიელე დე როსი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა იტალიურ კლუბში გადაბარგდება. ამ დროისთვი გამოცდილი იტალიელი ფეხბურთელის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს “მილანი” და “ფიორენტინაა”.
როგორც ცნობილი ხდება, დე როსის ამერიკული და აზიური კლუბები ეპატიჟებოდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელი იტალიის ფარგლების დატოვებას არ აპირებს.
ელ შაარავი ჩინეთისკენ იცქირება
“რომას” იტალიელი თავდამხმელი, შტეფან ელ შაარავი, მზადაა კარიერა ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ხდება, იტალიელ ფეხბურთელს “შანჰაი შენჰუა” დაუკავშირდა.
“მგლები” ელ შაარავის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვენ, ჩინელები კი მხოლოდ 16 მილიონის გადახდაზე არიან თანახმანი.
“რეალი” ფაბიანის ტრანსფერისთვის 70 მილიონს ამზადებს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელების სატრანსფერო პრიორიტეტად “ნაპოლის” ნახევარმცველი ფაბიან რუისი ჩამოყალიბდა. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა As ადასტურებს.
23 წლის ფაბიანმა “რეალ ბეტისიდან” იტალიაში გადასვლის შემდეგ 40 მატჩი ჩაატარა იტალიური კლუბის რიგებში და ახლა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახლავთ.
კარასკოსთვის ბრძოლაში “არსენალთან” ერთად “რომაც” ჩაერთო
Tutto Mercato-ს ცნობით, “არსენალს” იანიკ ფერეირა კარასკოს ტრანსფერისთვის ბრძოლაში იტალიური “რომაც” შეუერთდა. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.
მართალია “მეთოფეები” საკმაოდ დიდი ხანია, რაც კარასკოს გარშემო არსებულ ვითარებას ახლოდან აკვირდებიან, თუმცა იტალიური წყარო ირწმუნება, რომ “რომა” დაწინაურებულ პოზიციაში იმყოფება და უკვე შეათანხმა კიდეც პირადი კონტრაქტი კარასკოსთან.
“პარი სენ-ჟერმენი” სარაბიას ტრანსფერს უმიზნებს
“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში შეძლებენ პაბლო სარაბიას ტრანსფერის გაოფიციალურებას.
As-ის ცნობით, სარაბიას ტრანსფერზე რამდენიმე ესპანური კლუბიც მუშაობს, მათ შორის გამოსარჩევი მადრიდული “ატლეტიკოს” ინტერესი “სევილიას” ფორვარდის მიმართ.