“ლოკომოტივის” სერია ჩემპიონმაც ვერ შეაჩერა, ბათუმმა “დაშლილ” “ტორპედოს” ვერ მოუგო
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის პირველ შეხვედრაში თბილისური დერბი “ლოკომოტივმა” მოიგო. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ შეაგდო და სიხარულიძემ ზედიზედ მე-3 მატჩში გამოიჩინა თავი. “საბურთალომ” მე-2 ტაიმში თამაშის გამწვავება გიორგი გაბედავათითაც სცადა, რომელსაც გუნდში დებიუტი ჰქონდა, თუმცა საპასუხოდ ვერ გაიტანა და “ლოკომ” 3 ქულა აიღო.
ბათუმში, ანგისას სტადიონზე “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა, რომელსაც სკამზე 4 ფეხბურთელი ჰყავდა. კვასხვაძე სათადარიგო სკამზე იჯდა, შეცვლაზე კი ახალგაზრდა, 19 და 17 წლის ბიჭები შევიდნენ. კლუბს ბოლო შეხვედრიდან ბუდუ ზივზივაძე და გრიგოლ დოლიძე არ ჰყავდა. მიუხედავად ამისა, “ტორპედომ” ბათუმიდან ქულა წამოიღო და 2-2 ითამაშა.
“დინამომ” ფრედ ითამაშა, თუმცა ეროვნულ ლიგას სათავეში მოექცა. 39-39 ქულა აქვს “დინამოსა” და “საბურთალოს” და ბურთების უკეთესი სხვაობით წინ გეგუჩაძის შეგირდები არიან. “ლოკომოტივი” მე-5 ადგილზე აღმოჩნდა.
დინამო ბათუმი 2-2 ტორპედო
გოლები: ჯოვინო 21, რამოსი 30 – ქავთარაძე 8, გეგეჭკორი 65
დინამო: ალავიძე – მელიავა, გაგოშიძე, ადამაძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი – მანჯგალაძე (თევდორაძე 69), რამოსი, ფლამარიონი (დვალიშვილი 74) – საბანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ტორპედო: ქვილითაია – გეგეჭკორი, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ქიმაძე – ნებიერიძე (ბოჭორიშვილი 90), ტაბატაძე, გიგაური, ქავთარაძე – კაპანაძე (მუკბანიანი 85), წიქარიძე (შარვაშიძე 64)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ლოკომოტივი 1-0 საბურთალო
გოლი: სიხარულიძე 56
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე – შონია, ძებნიაური – სამურკასოვი, ჯიქია, სამურკასოვი – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
საბურთალო: მიგინეიშვილი – მალი, რეხვიაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხველიანი – კაკუბავა, ალთუნაშვილი – შინდაგორიძე, გონსალვეში, დიასამიძე – კოხრეიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი