კალიდუ კულიბალის საინტერესო ისტორია მაურისიო სარისთან დაკავშირებით
“ნაპოლის” ცენტრალურმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ მაურისიო სარის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
როგორც იცით, სარი და კულიბალი “ნაპოლიში” ერთად მუშაობდნენ. როცა სენეგალელი ფეხბურთელის მეუღლე მშობიარობდა, მან სარის დროებით გათავისუფლების ნებართვა თხოვა. მან ეს ისტორია The Players Tribune-ს ბლოგზე გაიხსენა.
“სარიმ შემომხედა და მითხრა: “არა, არა, არა. დღეს მჭირდები, კული. ნამდვილად მჭირდები, ვერ წახვალ.” მე ვუპასუხე: “ჩემი შვილი იბადება, მისტერ. შეგიძლიათ, ის გააკეთოთ, რაც გინდათ – დამსაჯოთ, დისკვალიფიკაცია მომცეთ, მაგრამ ეს არ მაღელვებს, მივდივარ.”
სარი ნერვიულობდა და სიგარეტს ეწეოდა, ბოლოს მითხრა: “კარგი, კარგი. შეგიძლია, კლინიკაში წახვიდე, მაგრამ საღამოს მატჩისათვის უნდა დაბრუნდე. მე შენ მჭირდები, კული!”
დავბრუნდი, უკვე თამაშისთვის ვემზადებოდი, სარი გასახდელში შემოვიდა და სასტარტო შემადგენლობა წაიკითხა. ვუყურებ, ვუყურებ და ვუყურებ… ჩემი გვარი სიაში არ არის. მწვრთნელს ვუთხარი: “მისტერ! მეხუმრებით?” მან კი მიპასუხა: “რა? ეს ჩემი არჩევანია.”
მე ისევ ვუთხარი: “მისტერ! ჩემი ვაჟი! ჩემი მეუღლე! მე ისინი დავტოვე, რადგან თქვენ მითხარით, რომ გჭირდებოდით. სარის პასუხი ასეთი იყო: “დიახ, შენ სკამზე გვჭირდები”, – წერს კულიბალი.