“ტორპედოს” დაშლა გრძელდება – მე-10 ფეხბურთელი
ქუთაისის “ტორპედო” შემტევმა ნახევარმცველმა, თენგიზ წიქარიძემ დატოვა და დიდი ალბათობით, კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ წიქარიძე გუნდში დარჩენას აპირებდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე მისი წასვლის შესახებ დაიწერა.
“ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა აქ მეთამაშა და ისეთი კლუბის ღირსება დამეცვა, როგორიც “ტორპედოა”. ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები იყო. დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ ისტორიულ და გამორჩეულ კლუბს. დარწმუნებული ვარ, “ტორპედო” თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის”, – განაცხადა ფეხბურთელმა.
2 კვირის განმავლობაში ქუთაისი ლევან გეგეჭკორმა, მამუკა კობახიძემ, ოლექსანდრ აზაცკიმ, ნიკოლა სტიეპოვიჩმა, მერაბ გიგაურმა, ნოდარ ქავთარაძემ, გიორგი ქიმაძემ, რიჩარდ ლუკამ და ამბროსი ჩაჩუამ დატოვეს.