უორნოკი: “რობერტსონი მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია”
“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივენ უორნოკმა, ენდი რობერტსონისა და ტრენტ-ალექსანდერ არნოლდის ბოლო სეზონი დადებითად შეაფასა. მეტიც, უორნოკი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის შოტლანდიელი მცველი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.
“როგორც ენდიმ, ასევე ტრენტმა დიდებული სეზონი ჩაატარა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაღალი დონის ნახევარმცველების ხარჯზე, იქნებოდა ეს ფაბინიო, მილნერი, ვეინალდუმი თუ ჯორდან ჰენდერსონი, მათ უკან სივრცეები არ დარჩებოდა და თავისუფლად უტევდნენ.
როდესაც ენდი წინ მიდის ის ძალიან სახიფათოა. ბევრი მცველი და ვინგერი მეტოქის საჯარიმოსთან იბნევა, პანიკაში ვარდება და არ იცის როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მსგავსი რამ მათში არასოდეს შემიმჩნევია. ისინი უმაღლესი დონის პროფესიონალებივით იქცევიან.
რობოს უდიდესი პლიუსი ამდენ საგოლე გადაცემასთან ერთად არის ის, რომ დაცვაშიც არანაკლებ საიმედოა. არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, ის ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია,” – აცხადებს უორნოკი.