გიორგი დეკანოსიძე ,”დილას” აღარ გაწვრთნის. კლუბსა და 38 წლის სპეციალისტს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. აქვე გეტყვით, რომ დილას მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი მოდებაძე შეასრულებს.
დეკანოსიძე ჩვენს გუნდში მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით “დილამ” ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 ჯერ იმარჯვა, 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 10 -ჯერ დამარცხდა.
მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამუშაოსთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში.
“დილას” პრესსამსახური