ოფიციალურად: ლუკა ზარანდია “ზიულტე ვარეგემის” ფეხბურთელია (ფოტო)
ლუკა ზარანდია ბელგიის ჩემპიონატში დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი ამიერიდან “ზიულტე ვარეგემის” ღირსებას დაიცავს. 23 წლის გარემარბმა ბელგიურ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
“ორმაგად მოტივირებული ვარ, რათა “ზიულტე ვარეგემთან” ერთად წარმატებას მივაღწიო. მინდა, უფრო კარგად ვითამაშო, ვიდრე აქამდე. პოლონეთის ჩემპიონატში დიდი გამოცდილება მივიღე. მწვრთნელს უკვე ვესაუბრე და ვიცი, რას ელის ის ჩემგან”, – განაცხადა ქართველმა შემტევმა.
ზარანდია “ზიულტე ვარეგემში” პოლონური “არკა გდინიადან” გადავიდა, სადაც მან ორი წელში პოლონეთის თასი და სუპერთასი მოიგო. ლუკა ბელგიურ კლუბში აქამდეც თამაშობდა, ის 2014 წელს თბილისის “ლოკომოტივიდან” “გენკში” გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და შემდეგ ისევ მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.
“ზიულტე ვარეგემმა” ბელგიის ჩემპიონატის 2018/2019 წლების რეგულარულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა.