ეროვნული ლიგა – “ტორპედოს” ახალგაზრდები “ლოკოს” ვერ გაუმკლავდა
ეროვნული ლიგის 21-ე ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 0-2 წააგო. “ტორპედო” ფინანსური კრიზისის გამო 10-მა ფეხბურთელმა დატოვა და ჩხეტიანმა 2 ახალწვეული (მოსიაშვილი, იონანიძე) და გუნდის აკადემიის აღსაზრდელები ათამაშა.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო და “ტორპედო” რიგ მომენტებში სჯობდა კიდეც მეტოქეს. ბუდუ ზივზივაძემ ერთ-ერთი გასროლისას ძელს 2-ჯერ გაარტყა და ბულისკერია გოლის გაშვებას გადაურჩა.
მე-2 ნახევარში “ტორპედოს” მცველებმა შეცდომებს მოუხშირეს და 71-ე წუთზე გვალიამ ქვილითაიას აუღებელი დაურტყა. 15 წუთში მეკარე ქვილითაიამაც კარის წინ დაუგორა სიხარულიძეს და ირაკლიმაც საბოლოო ანგარიში – 0-2 დააფიქსირა.
“ლოკოს” 32 ქულა დაუგროვდა და 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა “ტორპედოსთან”.
ტორპედო 0-2 ლოკომოტივი
გოლები: გვალია 71, სიხარულიძე 86
ტორპედო: ქვილითაია – ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ნებიერიძე – ცინცაძე, მოსიაშვილი, იონანიძე (მუკბანიანი 71), შარვაშიძე (ფირანიშვილი 77)- კაპანაძე, ზივზივაძე (აბულაძე 77)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე – ძებნიაური, შონია – ჯიქია (შეყილაძე 45), გვალია (ანდრონიკაშვილი 79), გოროზია (ჯაფარიძე 79) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე