დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 ივლისი
სტერლინგს საზღვარგარეთ სურს
“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი, რაჰიმ სტერლინგი, აღიარებს, რომ მომავალში კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე უარს არ იტყვის. სავარაუდოდ, ინგლისელი ფეხბურთი, გერმანიაში აპირებს გადაბარგებას.
“ბავშვობიდან ვოცნებობდი საზღვარგარეთ თამაშზე და ახლაც იგივე მსურს, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ ამაში. დიდებული იქნება, როდესაც ვარჯიშის შემდეგ სახლში წავალ, ეზოში დავჯდები და სადილს მშვიდად მივირთმევ,” – აცხადებს სტერლინგი.
“არსენალს” ფეკირი შესთავაზეს
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “ლიონის” ხელმძღვანელებმა ლონდონის “არსენალს” ნაბილ ფეკირის ტრანსფერი შესთავაზეს. ფრანგული კლუბი ფლეიმეიკერის სანაცვლოდ 38 მილიონ ევროს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” ამ დროისთვის ვილფრედ ზაჰას ტრანსფერისთვის იბრძვიან და იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი ჩაიშლება, დიდი ალბათობით, სწორედ ფეკირის დამატებაზე იზრუნებენ.
მარკიზიო რუსეთიდან მიდის
სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელი რუსეთში გასულ წელს გადაბარგდა “იუვენტუსიდან”. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას 33 წლის კლაუდიო მარკიზიო.
The club can confirm that Claudio Marchisio's contract has been mutually terminated.
Zenit would like to thank Claudio for his time with the club and wish him all the best for the future. pic.twitter.com/yu27GeBsMZ
— FC Zenit in English🌊 (@fczenit_en) July 1, 2019
“მანჩესტერ იუნაიტედი” მაგუაირს უახლოვდება
“წითელი ეშმაკუნები” “ლესტერის” მცველ ჰარი მაგუაირისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთვნენ. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მცველის გადაბირებას “სიტის” ხელმძღვანელებიც გეგმავენ.
როგორც ცნობილი ხდება, “მანჩესტერ იუნაიტედი” “მელიებს” გამოცდილი მცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს სთავაზობს, რაც დაახლოებით 88 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის.
არნაუტოვიჩი ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს
“ვესტ ჰემის” ავსტრიელმა ვარსკვლავმა, მარკო არნაუტოვიჩმა, კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. ამ ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მარკო არნაუტოვიჩმა, რომელსაც ხშირად ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც კი ადარებენ, წინადადება სერია A-ს უცნობი გუნდისგან მიიღო.