დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 ივლისი
“მანჩესტერ იუნაიტედი” დე ხეას ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” დავიდ დე ხეას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. “იუნაიტედი” ახალი ხელშეკრულების თანახმად, ესპანელ მეკარეს კვირაში 350 000 ფუნტს გადაუხდის.
დე ხეას მანჩესტერულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება.
დიბალა პოგბას სანაცვლოდ?
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსი” პოგბას ტრანსფერში პაულო დიბალას ჩართვას განიხილავს. “იუვეს” სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი უახლოეს დღეებში მანჩესტერულ კლუბს 60-70 მილიონ ევროსა და დიბალას შესთავაზებს.
კოუტინიო “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას დათანხდმა
დიდი ალბათობით, ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულში “ბარსელონას” დატოვებს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას დათანხმდა. ახლა მთავარია კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიონ.
ლორენტე ჯეკოს ალტერნატივად
იმ შემთხვევაში, თუ “ინტერი” ედინ ჯეკოს შეძენას ვერ მოახერხებს, მაშინ მილანური კლუბი ფერნანდო ლორენტეს გადაბირებას შეეცდება.
“ინტერის” ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ლორენტე ძალიან მოსწონს და მის შეძენას “ჩელსიში” ყოფნის პერიოდშიც ცდილობდა.
ლუკას ვასკესი პსჟ-ში?
არ არის გამორიცხული, ლუკას ვასკესი “პარი სენ-ჟერმენში” ვიხილოთ. მადრიდელთა გარემარბს მომდევნო სეზონიდან სათამაშო დრო კიდევ უფრო შეუმცირდება, მას კი თამაში სურს. პარიზელები მისი შეძენის სურვილს გამოთქვამენ.