ეროვნული ლიგა – თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერია!
ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” მიიღო და 2-1 დაამარცხა. ანგარიში მე-4 წუთზე პაპავამ გახსნა, ჯოვინომ 26-ე წუთზე უპასუხა. საბოლოო ანგარიში, 82-ზე ლევან კუტალიამ დააფიქსირა და გამარჯვების გოლი შეაგდო.
თბილისელებმა ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგეს და ეროვნულ ლიგას 41 ქულით სათავეში ჩაუდგნენ. დედაქალაქური კლუბი “საბურთალოს” 1 ქულით, ხოლო, აჭარლებს 2 ქულით გაექცა.
ეროვნული ჩემპიონატი ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის გამო პაუზას 2 აგვისტომდე აიღებს და 2 აგვისტომდე ლიდერი “დინამო თბილისი” იქნება.
დინამო თბილისი 2-1 დინამო ბათუმი
გოლები: პაპავა 4, კუტალია 82 – ჯოვინო 26
თბილისი: პერალესი – იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე – პაპავა, ნინუა – შენგელია (კუხიანიძე 90), ქავთარაძე (ქარდავა 86), შულაია (დაფე 73) – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი
ბათუმი: ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ჩალაძე – მამუჩაშვილი (ილურიძე 83), ტეიდი, მანჯგალაძე (თევდორაძე 90) – რამოსი, ფლამარიონი – საბანაძე (დვალიშვილი 46)