ფრენკ რიბერიმ “ბაიერნის” ხელმძღვანელობას ლეროი სანეს დამატება ურჩია
ფრენკ რიბერიმ მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი გუნდის შეფასებისას აღიარა, რომ ბავარიელებს აშკარად სჭირდება შეტევის ხაზში გაძლიერება. კერძოდ, ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელებს ლეროი სანეს დამატება ურჩია.
“ბაიერნს” მაღალი ხარისხი სჭირდება, ინვესტიცია უნდა გაიღონ და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. რასაკვირველია, მე ახლოდან დავაკვირდები მათ მოქმედებებს მომავალში.
რა თქმა უნდა, მხოლოდ სერჟ გნაბრისა და კინგსლი კომანის დახმარებით ვერ შევძლებთ ახალ სეზონში წარმატებები მიღწევას. ორივე მათგანი მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ტრავმებთან პრობლემები აქვთ. “ბაიერნს” მეტი გარემარბი სჭირდება.
სანე დიდებული დანამატი იქნება ამ გუნდისთვის. ის ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ძალიან მაინტერესებს, შედგება თუ არა ეს ტრანსფერი,” – აცხადებს რიბერი, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს გერმანიის დატოვება.