დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 ივლისი
დროგბა ლამპარდის ასისტენტი იქნება
talkSPORT-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსიში” ახალი მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის ასისტენტი დიდი დეროგბა იქნება.
შეგახსენებთ, რომ დროგბა და ლამპარდი ლონდონური გუნდის ღირსებას წლების მანძილზე ერთად იცავდნენ.
“მანჩესტერ სიტის” კანსელოს შეძენა სურს
იტალიური მედიის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” ჟოაო კანსელოს შეძენა კვლავაც სურს. მანჩესტერული კლუბი “იუვენტუსს” წინადადებით იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ დანილო გაიყიდება.
მარსელო “რეალს” ტოვებს?
ესპანური მედიის ცნობით, არის იმის შანსი, რომ მარსელომ მადრიდის “რეალი” დატოვოს. ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა შემოთავაზება “იუვენტუსიდან”, “მილანიდან” და “პარი სენ-ჟერმენიდან” მიიღო.
“იუვენტუსის” შეთავაზება “აიაქსს”
ტურინის “იუვენტუსმა” “აიაქსს” მატეის დე ლიხტის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა. როგორ იცით, ახალგაზრდა მცველის დამატება არაერთ გუნდს სურს, მაგრამ მათ შორის ფავორიტი “იუვენტუსია”.
რაულ ალბიოლი “ვილიარეალში” ითამაშებს
რაულ ალბიოლმა “ნაპოლი” დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. ესპანელი მცველი “ვილიარეალის” ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, “ვილიარეალმა” 33 წლის მცველის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადა.