კლებერსონი: “დანი ალვეში კლოპის “ლივერპულისთვის” შესაფერისი ფეხბურთელია”
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ჟოზე კლებერსონმა, თავისი ყოფილი თანაგუნდელის, დანი ალვეშის, მომავალთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
“მინდოდა დანი ალვეში ჩემთან, ამერიკაში გადმოსულიყო. ის ფენომენალური ფეხბურთელია გასაოცარი შესაძლებლობებით. ვფიქრობ, ალვეში კლოპის “ლივერპულისთვის” შესაფერისი ფეხბურთელია. ისინი ერთი ფეხბურთის მიმდევრები არიან.
დანი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, სწრაფი და წარმოუდგენელი ტემპერამენტი გააჩნია, რაც დიდ მატჩებში მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ ვთქვათ, ის უბრალოდ ჩემპიონია,” – აცხადბს კლებერსონი.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ბრაზილიელმა მცველმა საკუთარი შესაძლებლობებით კიდევ ერთხელ გააკვირვა მსოფლიო მიმდინარე კოპა ამერიკაზე დიდებული თამაშით. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის უკლუბოდ გახლავთ.