დანი ალვეში მესიზე: “მე ის მეგობარი ვარ, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს…”
ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა ყოფილ თანაკლუბელისა და მეგობრის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
როგორც იცით, კოპა ამერიკის მიმდინარეობისას, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას სურს, რომ კოპა ამერიკა ბრაზილიელებმა მოიგონ. მის ხმაურიან განცხადებებს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.
“მეგობარი ყოველთვის მართალი არ არის. შეიძლება, ცხელ გულზე რამე თქვა, მაგრამ მე მას ისევ არ ვეთანხმები. პირველ რიგში, მან ბრაზილიის ნაკრების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. ამის შემდეგ, მან უპატივცემულობა გამოიჩინა იმ პროფესიონალების მიმართ, რომლებიც აქ ოცნების ასახდენად იბრძოდნენ. მე ის მეგობარი ვარ, რომელიც ყოველთვის, საჭირო დროს სიმართლეს ამბობს და ვფიქრობ, რომ მესიმ შეცდომა დაუშვა, როცა ასეთი კომენტარი გააკეთა”, – განაცხადა ალვეშმა SporTV-ის ეთერში.