ფელის ვისენტე: “შევეცდებით, რომ გოლი არ გავუშვათ”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორულ “ენგორდანის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ მოთამაშეები იმედიანად და დადებითად არიან განწყობილი მომდევნო მატჩისათვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ.
მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. ახლა შემდეგ მეტოქეზე არ ვფიქრობთ. იმედი გვაქვს და შევეცდებით, რომ გოლი არ გავუშვათ. რასაკვირველია, საპასუხო შეხვედრის კარგად ჩავატარებასაც შევეცდებით. ჯერ-ჯერობით ამჟამინდელი ამოცანა ხვალინდელ მატჩში გამარჯვებაა.
მეტოქე დიდი იმედებით ჩამოდის, რადგან მათ წინა მოწინააღმდეგეს მოუგეს. მათი მთავარი უპირატესობა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის ყოლაა. მათ გამარჯვების იმედი და სურვილი ამოძრავებთ, მაგრამ შევეცდებით შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ”, – განაცხადა ვისენტემ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ხვალ, 11 ივლისს “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.