თბილისის “დინამომ” “ენგორდანი” გაანადგურა
თბილისის “დინამო” უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე ანდორულ “ენგორდანის” დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა.
“დინამომ” უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. მე-6 წუთზე ლევან კუტალიას წაქცევისათვის საჯარიმო დაინიშნა, რომელიც ნიკა ნინუამ ბრწყინვალედ შეასრულდა და ანგარიში გახსნა.
21-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ შორეული დარტყმით დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. “დინამომ” პირველი ტაიმჯ ორბურთიანი უპირატესობით მოიგო.
61-ე წუთზე ნინუას ჩაწოდებულის შემდეგ მონხილმა თავით დაარტყა, ბურთი მეკარეს ხელებიდან გაუვარდა, დამატებაზე კი ქავთარაძემ ყველას დაასწრო და უპირატესობა სამამდე გაზარდა. 66-ე წუთზე სტუმართა მცველმა საჯარიმოში ქიმაძე წააქცია, რის გამოც პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ლევან კუტალიამ პანენკას სტილში შეასრულა და ანგარიში 4:0 გახადა. 71-ე წუთზე ზარიამ მოედნის ცენტრთან მეტოქეს ბურთი აართვა და გადაცემა მეკარესთან დარჩენილ კუხიანიძეს გაუკეთა, კუხიანიძემ ზუსტად დაარტყა და დუბლი გაიფორმა – 5:0. 81-ე წუთზე გუჯა რუხაიას კარგი გადაცემის შემდეგ ზარიამ გაიტანა.
“დინამო“: პერალესი; რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე; პაპავა, კუხიანიძე, ნინუა; ქავთარაძე, კუტალია, შენგელია.
“ენგორდანი“: კოკა; აგუერო, ბრიტო, ვარელა, სოარეში; ბუჰარმა, სპანო; ხილი, სერა, გომესი; ლაფონტი.
ფოტო: დინამო თბილისი