“შევარდენი” გიორგი ნემსაძემ და გეგი კიკაბიძემ დატოვეს
საფეხბურთო გუნდი “შევარდენი 1906” პრეზიდენტმა, გეგი კიკაბიძემ და მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ დატოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“შევარდენი 1906” გეგი კიკაბიძემ და გიორგი ნემსაძემ დატოვეს.
გუნდის აღდგენიდან 3 წლის შემდეგ “იუნკერების” რიგები დატოვეს კლუბის დამფუძნებლებმა გეგი კიკაბიძემ და გიორგი ნემსაძემ, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან გუნდში მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.
ნემსაძის ხელმძღვანელობით იუნკერებმა პირველი 2 წრე 17 მატჩიანი წაუგებელი სერიით მეორე ადგილზე დაასრულეს.
ნემსაძის და კიკაბიძის ხელმძღვანელობის პერიოდში კლუბმა 2016 წელს მოიგო საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი ლიგა 3.
შარშან გუნდმა შეასრულა დასახული მიზანი და ლიგა 2 – ში ადგილი მეექვსე პოზიციაზე გასვლით შეინარჩუნა.
2019 წლის დასაწყისში კლუბი გადაეცა ინვესტორთა ჯგუფს, რომელიც აგრძელებს კლუბის კეთილდღეობისთვის მუშაობას.
ერთობლივი ძალისხმევით მოხდა ისე, რომ გუნდმა საზაფხულო პაუზამდე მოახერხა შესანიშნავი შედეგის დაფიქსირება და იბრძვის ლიგა 1-ში გადასასვლელად.
კლუბის სახელით გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გიორგი ნემსაძეს და გეგი კიკაბიძეს, რომელთა ძალისხმევითაც შევარდენი 1906 აქამდე მოვიდა.
კლუბი არასდროს დაივიწყებს მათ შრომას, ძალისხმევას და ყველა იმ ემოციურ მომენტს, რომელმაც ჩვენი გუნდი ერთ დიდ ოჯახად შეკრა და გააერთიანა.
“შევარდენი” კი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას იმ ღირსეულ ხალხთან ერთად, რომელიც კლუბის კეთილდღეობისთვის არაფერს დაიშურებს” – წერია განცხადებაში.
“შევარდენი” ელიგა 2-ში მე-2 ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში გადასვლელად იბრძვის. ბოლო დროს, გუნდი საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, ლეგიონერებმა და ბათუმიდან განათხოვრებულმა ბექა ვარშანიძემ. გიორგი ნემსაძე მე-2 წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და მას 1 თვის წინ შემოთავაზება შოტლანდიიდან ჰქონდა, სადაც თამაშობდა.