აგენტი: “თუ მესის ლაუტაროსთან თამაში სურს, “ინტერში” უნდა გადმოვიდეს”
არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისა და მილანის “ინტერის” თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტი, ბეტო იაკე, საკმაოდ მკაფიო განცხადებას აკეთებს თავისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით.
“ლაუტარო მარტინესი ზაფხულში “ინტერის” დატოვებას არ აპირებს და მოუთმენლად ელის ანტონიო კონტესთან ერთად მუშაობის დაწყებას.
რა თმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა მსოფლიო დონის ვარსკვლავებისგან ასეთი ქების მოსმენა. ლაუტარო ძალიან ბედნიერია მესის კომპლიმენტებით და ამან მას მოტივაცია ძალიან აუმაღლა.
თუმცა, ლაუტარო მხოლოდ “ინტერზე” ფიქრობს. ის “ნერაძურისთან” ერთად ბედნიერია და მწვერვალების დაპყრობაზე ოცნებობს. კონტე უკვე გაესაუბრა მას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
მართალია “ბარსელონადან” გარკვეული ინტერესი არსებობდა, თუმცა საქმე ოფიციალურ შეთავაზებამდე არ მისულა. ამჟამინდელ სიტუაციას კი ასე შევაფასებდი – თუ მესის ლაუტაროსთან თამაში სურს, “ინტერში” უნდა გადმოვიდეს,” – აცხადებს მარტინესის აგენტი.