საქართველოს 20 წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი  ,,დილას” ფეხბურთელია.

20 წლის  გოლკიპერი “დილას” თბილისის “შევარდენიდან” შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

ჩოჩიშვილი “საბურთალოს” აღზრდილია და გარდა ამ კლუბისა, მისი ქართული კარიერა სხვადასხვა დროს ბოლნისის ,,სიონს” და ,,შევარდენი  1906″-ს. უკავშირდება.  2017-18 წლების სეზონში იგი პრაღის ,,სლავიას” ფეხბურთელი იყო, რომელმაც იჯარით სლოვაკურ ზლატეში გაანათხოვრა.

“დილას” პირველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ესპანურ “გრანადაში” გადავიდა და ჩოჩიშვილს კონკურენციას გიორგი ბეგაშვილი გაუწევს. თავის მხრივ, “შევარდენი” დიდ ფინანსურ კრიზისშია და დამფუძნებლებმა, გეგი კიკაბიძემ და გიორგი ნემსაძემ დატოვეს. გუნდიდან ბექა ვარშანიძეც წავიდა და ელიგა 2-ის ბოლო მატჩში “გურიას” წინააღმდეგ, სათადარიგო სკამზე მხოლოდ 3 ფეხბურთელი იჯდა.