დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 ივლისი
სულშერს დე ხეასთან კონტრაქტის გახანაგძლივების იმედი აქვს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს იმედი აქვს, რომ დავიდ დე ხეა კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.
როგორც იცით, ესპანელი მეკარის მანჩესტერიდან წასვლის შესახებ ხშირად იწერებოდა.
“ტოტენჰემი” ბეილში 60 მილიონ ევროს გადაიხდის
ესპანური გამოცემა “მარკას” ცნობით, ლონდონის “ტოტენჰემი” მზადაა მადრიდის “რეალს” გარეტ ბეილის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.
უელსელ ფეხბურთელს “რეალის” დატოვებას ხშირად უწინასწარმეტყველებენ. ასევე, მისი შეძენის სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედს” აქვს.
“ბარსელონას” ხუნიორ ფირპოს შეძენა სურს
კატალონიის “ბარსელონამ” “რეალ ბეტისთან” ხუნიორ ფირპოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიიური კლუბი მზადაა 22 წლის მარცხენა მცველში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
“რეალის” თავდამსხმრელი “უდინეზეში” ითამაშებს
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კრისტო გონსალესი “უდინეზეს” ღირსებას დაიცავს. იტალიურმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელი 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
“მარკას” ინფორმაციით, გონსალესის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტს ისევ “რეალი” ფლობს და მადრიდელებს მისი სრულად გამოსყიდვის უფლება აქვთ.
“არსენალს” ევერტონის შეძენა სურს
ლონდონის “არსენალი” ბრაზილიური “გრემიოს” თავდამსხმელით, ევერტონ სოარესის შეძენითაა დაინტერესებული.
ბრაზილიელმა შემტევმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ მას ევროპული კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს, თუმცა სად გადავა ის, ჯერ-ჯერობით უცნობია.