რატომ არ აპირებდა “საბურთალო” როლოვიჩის დამატებას, რომელმაც გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა?
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “საბურთალომ” 1-3 დათმო ტირასპოლის “შერიფთან”, თუმცა ოგნიენ როლოვიჩის ერთადერთი გოლის წყალობით გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო.
როლოვიჩმა 59-ე წუთზე ლაკვეხველიანის ჩაწოდების შემდეგ მარჯვენა ფეხით მოხდენილად დაარტყა და “შერიფს” 2 მატჩში 2-ჯერ გაუტანა.
საინტერესოა, რომ სეზონის დასაწყისში 25 წლის მონტენეგროელი უკლუბოდ იყო და “საბურთალოს” შეკრებაზე სინჯებისთვის შეუერთდა.
“ვარჯიშებზე კარგად ირჯება, მაგრამ თამაშებში ნაკლებად გამოიჩინა თავი” – ასე საუბრობდა გია ჭიაბრიშვილზე თავიდან როლოვიჩზე, თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც თავდამსხმელმა ამხანაგურ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა და მისი დარჩენის საკითხიც გადაწყვიტა.
დღეს როლოვიჩი საქართველოს ჩემპიონის ძირითადი თავდამსხმელია და ზაგრების “დინამოს” კარებსაც დაემუქრება.