საჩხერის “ჩიხურამ” “ფოლა” კვლავ დამაჯერებლად დაამარცხა
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” კვლავ მოახერხა ლუქსემბურგის “ფოლას” დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც, დიდი ალბათობით, შოტლანდიურ “აბერდინს” დაუპირისპირდება.
ორივე ტაიმი საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა და 25-ე წუთზე ახალწვეულმა რატი არდაზიშვილი მიშიკო სარდალიშვილის პასით დასარტყამ პოზიციაზე გავიდა და ანგარიში გახსნა.
30-ე წუთზე სარდალიშვილის წაქცევის გამო ჯარიმა დაინიშნა, ჯერ თავად დაზარალებულმა დაარტყა, შემდეგ კაშიამ, საბოლოო ჯამში, მომენტი გოლით ვერ დასრულდა.
ზუსტად 2 წუთში ჰამზიჩმა ბურთი ხელით სწრაფად შეიყვანა და უზუსტესი გადაცემით დეკანოიძემ შეტევა დაიწყო, მეტოქის მე-8 ნომერმა ველდინ მუჰარემოვიჩმა კი უკნიდან ხისტი ვარდნით შეაჩერა. მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და “ფოლა” 10 კაცით დარჩა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო მომენტი აღარ შექმნილა და “ჩიხურა” მინიმალური უპირატესობით გავიდა.
მე-2 ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი კვლავ სარდალიშვილმა შექმნა, თუმცა მას თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ და მცველებმა სიტუაცია გამოხტეს.
73-ე წუთზე მიშიკო-დემიკოს გათამაშება სარდალიშვილის დარტყმით და მისი გოლით დასრულდა.
89-ე წუთზე ჩიკვაიძემ საჯარიმოში დეივიდ სინანი წააქცია და სინანმა 1 ბურთის გაქვითვა შეძლო.
2 მატჩის ჯამში “ჩიხურამ” “ფოლა” 4-2 დაამარცხა და “როვანიემი” – “აბერდინის” წყვილის გამარჯვებულს დაელოდება. პირველი თამაში “აბერდინმა” 1-2 მოიგო.