ჯეფ შტრასერი: “აბერდინი” “ჩიხურაზე” გაცილებით ძლიერი გუნდია”
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” “დინამო არენაზე” ლუქსემბურგული “ფოლა” დაამარცხა (2-1) და საბოლოო ჯამში შემდეგ ეტაპზე სწორედ სოსო ფრუიძეს მიერ გაწვრთნილი გუნდი გავიდა (4-2 ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში).
“პირველსა და განმეორებით მატჩს შორის დიდი განსხვავება არ ყოფილა. ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეჩვენებინა, თუმცა გოლი გავუშვით. გარკვეული დროის შემდეგ კი ფეხბურთელიც გაგვიგდეს, რაც ვთვლი, რომ მკაცრი გადაწყვეტილება იყო მსაჯის მხრიდან და შეეძლო ყვითელი ბარათითაც შემოფარგლულიყო.
საბოლოო ჯამში არ მინდა ჩემ ფეხბურთელებს გარჯა დავუკარგო. უკეთესის მოლოდინი გვქონდა, თუმცა არ გამოვიდა. რამდენიმე მომენტი შევქმენით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არ გაგვიმართლა.
რაც შეეხება ჩვენ მეტოქეს, “ჩიხურამ” საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთი დაგვიპირისპირა. პირველი გოლი ნამდვილად ლამაზი გამოვიდა მათი შესრულებით.
“ჩიხურასა” და “აბერდინის” (საჩხერული კლუბის შესაძლო მეტოქე ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე) შედარება? ჩემი გადმოსახედიდან “აბერდინი” გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია,” – ვციტირებთ “ფოლას” მთავარი მწვრთნელის, ჯეფ შტრასერის, სიტყვებს.