ითამაშებს თუ არა გიორგი კოხრეიძე ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ?
16 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა თბილისის “საბურთალოსა” და ტირასპოლის “შერიფს” შორის (1-3). ორმატჩიან დუელში გამარჯვება “საბურთალოს” დარჩა (4-3) და შემდეგი ეტაპის საგზურიც საქართველოს ჩემპიონმა მოიპოვა, სადაც ის ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება.
მოლდოველთა ჩემპიონის წინააღმდეგ საუკეთესო “საბურთალოს” მხრიდან გიორგი კოხრეიძე გახლდათ. სამწუხაროდ, გიორგიმ ორივე შეხვედრაში მიიღო ყვითელი ბარათი, რამაც გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილში მცდარი აზრი დაბადა, რომლის თანახმადაც გიორგის “ზაგრებთან” გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევდა დისკვალიფიკაციის გამო.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ამონარიდს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის წესებისა და რეგულაციის კრებულიდან.
51.02 განმეორებითი გაფრთხილებების შემთხვევაში:
ა. ჯგუფურ ეტაპამდე, ფეხბურთელი იქნება დისკვალიფიცირებული მომდევნო მატჩისთვის სამ განსხვავებულ მატჩში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ისევ ეროგორც ხუთი გაფრთხილების შემთხვევაში;
ბ. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩიდან, ფეხბურთელი იქნება დისკვალიფიცირებული მომდევნო მატჩისთვის სამ განსხვავებულ მატჩში სამი ყვითელი ბარათის მიღებაში, ისევე როგორც დანარჩენი კენტი რიცხვების შემთხვევაში (ხუთი გაფრთხილება, შვიდი გაფრთხილება და ა.შ.).