ვიქტორ ვალდესი “ბარსელონაში” დაბრუნდა
კატალონიის “ბარსელონას” მიერ აღზრდილი ესპანელი მეკარე ხუთი წლის შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ამჯერად, ვალდესი “ბლაუგრანაში” თავის სამწვრთნელო უნარებს მოსინჯავს.
როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გვატყობინებს, ლეგენდარულ მეკარეს “ბარსელონას” მესვეურებმა 19-წლამდელთა გუნდის გაწვრთნა დაავალეს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ვიქტორ ვალდესს კონტრაქტი 2020 წლამდე გაუფორმეს. იმ შემთხვევაში, თუ მისი სამწვრთნელო დებიუტი წარმატებული იქნება, “ბარსელონა” ხელშეკრულებაში არსებულ პუნქტს გამოიყენებს და კიდევ ერთი წლით გადადებს მისი გაშვების ვადას.
გეტყვით იმასაც, რომ ვალდესი, რომელიც 2002-2014 წლებში იცავდა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ღირსებას, სამუშაოს მომდევნო კვირიდან შეუდგება. პირველ მატჩს მის მიერ გაწვრთნილი გუნდი 27 აგვისტოს ჩაატარება “აიაქსის” ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ.