ნენად ბელიცა: “ჩვენ ნებისმიერ გუნდთან გამარჯვებას ვცდილობთ”
ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბელიცამ “საბურთალოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისში პრესკონფერენცია გამართა.
“საბურთალო” ტექნიკური გუნდია. ამ გუნდში ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ. “შერიფთან” გამართული ორივე შეხვედრა ვნახეთ და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ “საბურთალო” ძალიან შეთამაშებულია. თქვენმა გუნდმა “შერიფთან” გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე თამაში დაიმსახურა.
ოლმო სამი დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ის ხვალინდელი მატჩისათვის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. ორი ახალწვეული გვყავს, ერთი სათამაშოდ მზად არ არის, მეორე კი, ითამაშებს თუ არა, ხვალ ვნახავთ.
შევეცდებით, რომ ხვალინდელ მატჩში ბოლომდე დავიხარჯოთ. ჩვენ ნებისმიერ მატჩში გამარჯვებას ვცდილობთ. ვიცით, რომ “საბურთალო” კარგი გუნდია, რომელსაც რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავს.
ახლა პირველ მატჩზე ვართ კონცენტრირებული, შემდეგ კი განმეორებით შეხვედრაზე გადავერთვებით. პირველად არ ხდება, როცა ჩვენ სტადიონზე საკუთარ გულშემატკივრებს დასწრების უფლება არ აქვთ.”
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:30 საათზე დაიწყება.