დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 ივლისი
“იუვენტუსი” მზადაა ოთხი ფეხბურთელი გაყიდოს
ტურინის “იუვენტუსი” მზადაა ფინანსური დეტალების დასარეგულირებლად ფეხბურთელები გაყიდოს.
როგორცი იცით, “ბიანკონერიმ” ამ ზაფხულს მატეის დე ლიხტი, კრისტიან რომერო, ლუკა პელეგრინი და მერიჰ დემირალი შეიძინა. ტურინელები მატია პერინის, მოის კინის, სამი ხეიდრასა და ბლეზ მატუიდის გაყიდვაზე ფიქრობენ.
“ტოტენჰემს” დიბალა სურს
Evening-ის ცნობით, “ტოტენჰემი” “იუვენტუსს” პაულო დიბალას ტრანსფერთან დაკავშირებით დაუკავშირდა.
“იუვენტუსი” არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს, “ტოტენჰემი” კი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.
კლოპმა კოუტინიოს შეძენა გამორიცხა
“ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ფილიფე კოუტინიოს “ლივერპულში” შესაძლო დაბრუნებაზე შეკითხვა დაუსვეს. გერმანელმა სპეციალისტმა ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი გამორიცხა.
“მე ვფიქრობ, კოუტინიოს საოცარი ფეხბურთელია. ახლა მისი “ლივერპულში” დაბრუნება გამორიცხულია. იმედი მაქვს, მას “ბარსელონაში” გაუმართლებს’, – თქვა კლოპმა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” პოგბას შემცვლელზე ფიქრობს
ბრიტანული მედიის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ამ ზაფხულს პოლ პოგბას გაყიდის, კლუბი კი მისი შემცვლელის შეძენაზე ფიქრობს.
მანჩესტერელები “ლაციოს” ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენისა და მასში 80 მილიონი ევროს გადახდის ვარიანტს განიხილავენ.
ვერმაელენი ჩინეთში?
ბელგიური Het Laatste Nieuws-ის ცნობით, შესაძლოა, “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილი მცველი ტომას ვერმაელენი იაპონურ “ვისელ კობეში” ვიხილოთ.
ბელგიელ ფეხბურთელს 1 ივლისს “ბარსელონასთან” კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა ის თავისუფალი აგენტია. გავრცელებული ინფორმაციით, მან ყატარული კლუბები უარით გაისტუმრა.