ბასილაშვილი ჩემპიონია! ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო (ვიდეო)
28 ივლისს გერმანიაში ჰამბურგის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა ნიკა ბასილაშვილსა და ალექსეი რუბლევს შორის. ნახევარფინალში მსოფლიოს მეხუთე ჩოგნის, ალექსანდრე ზვერევის, დამარცხების შემდეგ ნიკა ფინალის ფავორიტად მიიჩნეოდა.
საბედნიეროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მართალია, დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა რუსი მეტოქე სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.
ასე რომ, ნიკა ბასილაშვილი რიგით მეოთხე ჩოგბურთელი გახდა ედი დიბსის (1973-34), ანდრეი მედვედევისა (1994-95) და როჯერ ფედერერის (2004-05) შემდეგ, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჰამბურგის ღია პირველობა.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობის მოგებისთვის პრიზის სახით 354 845 ევროს მიიღებს.
One of the more unique trophies…
The lines reflecting the previous year's championship-point ball trajectory #HamburgOpen pic.twitter.com/YEStfIi3fb
— Tennis TV (@TennisTV) July 28, 2019
The @hamburgopen king defends his throne
The moment Basilashvili defeated Rublev… pic.twitter.com/VzMvrAiBHT
— Tennis TV (@TennisTV) July 28, 2019
BANG 💥
How about this absolute monster of a forehand from Basilashvili?! 😅
🎥: @TennisTV | @hamburgopen pic.twitter.com/lUyGu4zGPa
— ATP Tour (@ATP_Tour) July 28, 2019
Nikoloz Basilashvili (🎥@TennisTV) pic.twitter.com/Bbr0y9rJGB
— doublefault28 (@doublefault28) July 28, 2019