ვინ დარჩა “ტორპედოში” ბოლო წლების საუკეთესო გუნდიდან?
დღეს ქუთაისის “ტორპედო” ნახევარმცველმა, მათე ცინცაძემაც დატოვა. მათე მე-13 წასული ფეხბურთელი აღმოჩნდა იმ გუნდიდან, რომელიც სეზონის წინ შეიკრიბა და საუკეთესო თამაშს აჩვენებდა.
“ტორპედო” შემდეგმა მოთამაშეებმა დატოვეს: მაქსიმე ქვილითაია (ირანი), ოლექსანდრ აზაცკი (ბანიკი), მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი (ორივე დინამო ბათუმი), გიორგი ქიმაძე, ნოდარ ქავთარაძე (ორივე დინამო თბილისი), ნიკოლა სტიეპოვიჩი, ამბროსი ჩაჩუა (ვოლინი), მერაბ გიგაური (გაბალა), თენგიზ წიქარიძე (დილა), რიჩარდ ლუკა (მექსიკა), ბუდი ზივზივაძე (მეზოკოვეშდი) და მათე ცინცაძე.
“ტორპედოში” მხოლოდ შემდეგი ფეხბურთელი დარჩნენ: როინ კვასხვაძე (კაპიტანი), დავით ხურცილავა, ანრი ჭიჭინაძე, თორნიკე კაპანაძე, ვახტანგ ნებიერიძე, ვაჟა ტაბატაძე და გრიგოლ დოლიძე.
“ტორპედომ” 10 ახალწვეული წარადგინა: გიორგი გადრანი (დინამო ბათუმი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გოდერძი მაჩაიძე (დილა), თამაზ ცეცხლაძე (საბილი), ცოტნე მოსიაშვილი (ვიტ ჯორჯია), პაპუნა ფონიავა, თემურ ჩოგაძე, ზაზა ციცქიშვილი (რუსთავი), ოთარ კობახიძე (ლოკომოტივი), დავით იონანიძე (ჩიხურა)
“ტორპედომ” აკადემიიდან 5 ახალგაზრდა დააწინაურა და პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა: 18 წლის თამაზ შარვაშიძე, 17 წლის გივი მუკბანიანი, 17 წლისვახტანგ ბოჭორიშვილი, 19 წლის საბა ფირანიშვილი და 19 წლის მათე აბულაძე.
გუნდს 3 წელია კახა ჩხეტიანი უძღვება, რომელმაც საქართველოში ყველაფრის მოგება შეძლო და ახლა უწევს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ჩხეტიანს ბევრი შემოთავაზებები ჰქონდა და აქვს.