“საბურთალო” ზაგრებში ოთხი წამყვანი მოთამაშის გარეშე მიემგზავრება
“საბურთალოს” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ოთხი წამყვანი მოთამაშე დააკლდება.
ლაშა შინდაგორიძესა და ვაგნერ გონსალვეშს ტრავმები აწუხებთ, გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია, ხოლო ელვინ ტერას სავიზო პრობლემები აქვს.
თბილისური კლუბი ხორვატიის დედაქალაქში 29 ივლისს გაემგზავრება.
“საბურთალოს” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს ზაგრებში 19 ფეხბურთელი მიჰყავს:
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.
მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.
ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია.
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.
ფოტო: fcsaburtalo.ge