კლოპი: “ევროპაში მხოლოდ ოთხ კლუბს შეუძლია, რომ გამუდმებით ხარჯოს ფული”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ აქტიურობს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
“ნამდვილად არ შემიძლია სხვა კლუბებზე ვისაუბრო. არ ვიცი, როგორ უმკლავდებიან ისინი ამ ყოველივეს.
ჩვენ გადასახადები უნდა გადავიხადოთ. ვწუხვარ. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადები. ჩვენ გუნდში დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ. ახლა კი იგივეს ვერ ვახერხებთ. ჩვენ არ ვართ ოცნებაში, სადაც ყველაფერი შეგიძლია მიიღო, რაც გინდა.
როგორც ჩანს, ევროპაში მხოლოდ ოთხ კლუბს შეუძლია, რომ გამუდმებით ხარჯოს ფული – “რეალს”, “ბარსელონას”, “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენს”. ისინი ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ. მათ ვერ შევედრებით.
ჩემგან ამას როგორც კრიტიკას ისე ნუ მიიღებთ. მე ნამდვილად არ მშურს მათი,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.