“ტორპედოს” მეორე აფეთქება – 5 ახალწვეული ქუთაისში
ქუთაისის “ტორპედომ” 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, რომლებმაც “სამგურალის” წინააღმდეგ საკონტროლო მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
21 წლის მეკარე ლევან შოვნაძე “ტორპედოს” ბათუმის “დინამოდან” შეუერთდა.
გიორგი კიკნაძე, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, “ტორპედოში” “ცხინვალიდან” გადავიდა. “ცხინვალში” კიკნაძე 2018 წელს გადაბარგდა, მანამდე კი 6 წელი თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა
ლუკა კობერიძის ბოლო კლუბი უკრაინული “მეტალისტია”. 24 წლის ნახევარმცველი 2015 წლიდან უკრაინაში თამაშობდა – ჯერ იყო “დესნაში”, შემდეგ – “მეტალისტში”. ✍
24 წლის ნახევარმცველი ნიკა ქორიძე “ტორპედომ” “გაგრადან” დაიმატა, სადაც ის წელს იტალიური “რეჯანადან” გადავიდა.
რაც შეეხება 27 წლის ნიგერიელ ნახევარმცველ რაფაელ ჩუკვურას, ის თბილისის “მერანში” წელს რუსთავიდან გადავიდა და 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა.”,
საინტერესოა, რომ მონტენეგროელ ნიკოლა სტიეპოვიჩს კლუბი არ დაუტოვებია და მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა.
“ტორპედომ” “სამგურალი” 1-3 დაამარცხა. დუბლი დავით იონანიძის, 1 გოლი კი თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა.