დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 აგვისტო
კავანიმ “ინტერს” უარი უთხრა
მილანის “ინტერი” ახალი თავდამსხმელის დამატებაზე ფიქრობს. მილანურმა კლუბმა ედინსონ კავანის წინადადებით მიმართა, თუმცა ურუგვაელმა “ნერაძური” უარით გაისტუმრა.
უნდა აღინიშნოს, რომ გუნდი ჯერ არ დაუტოვებია მაურო იკარდის, კლუბს კი მისი გაყიდვის დიდი სურვილი აქვს.
პსჟ ნეიმარში 300 მილიონს ითხოვს
“პარი სენ-ჟერმენი” ნეიმარს 300 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის, ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
ბრაზილიელ შემტევს მიმდინარე ზაფხულში რამდენიმე კლუბთან, ყველაზე აქტიურად კი “ბარსელონასთან” აკავშირებდნენ.
დიბალა “მანჩესტერ იუნაიტედს” ხელფასზე გაესაუბრა
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაულო დიბალა და მისი წარმომადგენლები “მანჩესტერ იუნაიტედს” ხელფასის თაობაზე უკვე ესაუბრნენ. არგენტინელ შემტევს კვირაში 350 000 ფუნტის მიღება სურს.
თუ “იუნაიტედი” დიბალას მართლაც ამ ოდენობის თანხას გადაუხდის, მაშინ არგენტინელი პრემიერ ლიგაში მესუთ იოზილის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.
“ნაპოლის” ზაჰა სურს
Daily Mail-ის ცნობით, “ნაპოლი” “კრისტალ პალასის” გარემარბის, ვილფრიდ ზაჰას შეძენას შეეცდება.
ნეაპოლელებს ამ ზაფხულში ჯერ ხამეს როდრიგესის, შემდეგ კი ნიკოლას პეპეს დამატება სურდათ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მათ არაფერი გამოუვიდათ.
კოკე: “ხამესს “ატლეტიკოში” დიდი სიამოვნებით მივიღებთ”
მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანმა, კოკემ, პრესასთან საუბრისას კოლუმბიელ ნახევარმცველს შეაქო და აღიარა, რომ “როხიბლანკოში” მას დიდი სიამოვნებით მიიღებენ.
“ხამესი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ახლა ის “რეალის” ღირსებასიცავს და არ ვიცით რა მოხდება მომავალში. თუ “ატლეტიკოში” გადმოსვლას გადაწყვეტს, ჩვენმას დიდი სიამოვნებით მივიღებთ.
როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ,” – ვციტირებთ კოკეს სიტყვებს.
პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, ხამესი, რომლითაც “ატლეტიკო” და “ნაპოლი” ინტერესდებოდნენ, მარკო ასენსიოს ტრავმის შემდეგ ზინედინ ზიდანის გეგმებში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.