ეროვნული ლიგა “სიონის” გამარჯვებით განახლდა
ეროვნული ლიგის 22-ე ტური ზუსტად 1 თვიანი პაუზის შემდეგ ბოლნისში “სიონისა” და “ვიტ ჯორჯიას” დაპირისპირებით განახლდა. “სიონმა” ახალწვეული დიმიტრი ტატანაშვილის ერთადერთი გოლით იმარჯვა და “დილას” 25 ქულით გაუთანაბრდა. “ვიტ ჯორჯიას” 15 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე უიმედოდ იმყოფება.
ხვალ 2 მატჩი – “დინამო ბათუმი” – გორის “დილა” და “ლოკომოტივი” – “დინამო თბილისი” გაიმართება. ორივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
სიონი 1-0 ვიტ ჯორჯია
გოლი: ტატანაშვილი 58
სიონი: გოშაძე – ჩაჩუა, უგრეხელიძე, ჯაფიაშვილი, სუხიაშვილი – ხმალაძე, ცაცკრიალაშვილი – გვარაძე (უგულავა 50), ივანიშვილი, კახაბრიშვილი (თარგამაძე 58) – ტატანაშვილი (თარხნიშვილი 77)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – სეხნიაშვილი, ჩიტიშვილი, ქისიევი – ვარძელაშვილი, ნანობაშვილი, ნემსაძე, ჯანელიძე, ნაჭყებია (თათხაშვილი 81) – მუსელიანი, ხუციანიძე (მუზაშვილი 66)
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე