65-მატჩიან სერიას ბოლო მოეღო – ვან დეიკი მოატყუეს!
კვირას გამართულ ინგლსიის სუპერთასის შეხვედრაში ისეთი რამ მოხდა, რაც პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ერთხელაც არ გვინახავს.
საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო 65 მატჩში პირველად მოხდა, რომ ვირჯილ ვან დაიკი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა მოატყუა – ჰოლანდიელ მცველს სუპერთასის მიმდინარეობისას გაბრიელ ჟეზუსი გასცდა.
ბოლოს ვირჯილი 2018 წლის მარტში მოატყუეს – მას “ნიუკასლის” შემტევი მიკელ მარინო გასცდა და მას შემდეგ 65 მატჩი ისე ჩაატარა, რომ მეტოქის არცერთ ფეხბურთელს არ განუხორციელებია წარმატებული დრიბლინგი მის წინააღმდეგ.
65 – During the Community Shield final, Virgil van Dijk was dribbled past for the first time in his last 65 competitive appearances (by Gabriel Jesus) for @LFC since Mikel Merino did so for Newcastle in March 2018. Human. #CommunityShield pic.twitter.com/24B6WFcKUw
— OptaJoe (@OptaJoe) August 4, 2019